დებატების საქალაქო ტურნირი

თბილისის საჯარო სკოლების 200 მოსწავლეზე მეტი ჩაერთო პროექტში, რომელიც ხორცილდება თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით. დებატების საქალაქო ტურნირის ძირითადი მიზანია მომავალი თაობის არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, საჯარო გამოსვლების სწავლება და მოსწავლეების აქტიურ ჩართვა საკუთარი ქალაქის განვითარებაში. პრეზენტაციის დროს მოხდა კონკურსგავლილების ჯგუფებად გადანაწილება და ინტენსიური სამუშაოების გაცნობა.

პროექტი მიმდინარეობდა რამდენიმე ეტაპად

ილიას უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო გამოსვლების კონკურსი თემაზე  საქართველოში ეკოლოგია უნდა გაუმჯობესდეს”  აღნიშნულ კონკურსში  ჟიურის წევრები იყვნენ ილიაუნის დებატების კლუბის წევრი სტუდენტები.   საჯარო გამოსვლების კონკურსის შედეგად შერჩეული მოსწავლეები გაემგზავრნენ 3 დღიან შემეცნებით-საგანმანათლებო ბანაკში სტეფანწმინდაში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბაზაზე. მოსწავლეებს აქ ჩაუტარდათ ტრენინგი დებატების ტექნიკაში და აქვე გაიმართა დებატების ტურნირი.

22 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროექტის დახურვის ცერემონიალი. ტურნირის გამარჯვებულებს და წარმატებულ სპიკერებს გადაეცათ პრიზები  და მოხდა პროექტის ყველა მონაწილის სერტიფიცირება