23 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დებატების კლუბის ინიციატივით გაიმართა საჯარო ლექცია. ლექციაზე მოწვეული სტუმარი იყო გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ამჟამინდელი წარმომადგენელი ესმა გუმბერიძე. საჯარო ლექციის თემა იყო: „ახალგაზრდობის ძალა გაეროში“ მოწვეულმა სპიკერმა დამსწრე აუდიტორიას გააცნო გაეროში ახალგაზრდობის წარმომადგენელის მისია და მიზანი. როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა სტუდენტებმა მსგავს პროექტებში. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.



































